Friday, June 20, 2014

პროექტი

პროექტის სახელწოდება
,,უდაბნოთა ვარსკვლავი– ტაო კლარჯეთი“
პროექტის მთავარი იდეა
საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი ულამაზესი კუთხის ტაო–კლარჯეთის გაცნობა და ისტორიული ძეგლების მოვლა– პატრონობა
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ჩვენს საზღვრებ გარეთ მყოფი კუთხის ტაო–კლარჯეთის შესახებ. აღწერენ იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობას,რით გამოირჩეოდა ეს კუთხე ისტორიულად,რა ფასდაუდებელი ამაგი დასდო  ტაო–კლარჯეთმა,როგორც სულიერების სავანემ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში IX-X  საუკუნეებში.რომელი ცნობილი ადამიანები მოღვაწეობდნენ ამ ეპოქაში. ვინ იყო უდაბნოთა ქალაქმყოფელის  დამაარსებელი.
პროექტის მიზნები
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას  ამ კუთხის ისტორიული ძეგლების შესახებ, მოხდება ფოტომასალისა და ლიტერატურის გამოყენება, რაც უფრო მეტ ინტერესს შესძენს პროექტს.დაინტერესდებიან სპონსორის მოძიებით,ჩაატარებენ გამოკითხვას, სურთ თუ არა ტაო–კლარჯეთის ნახვა,იქნქბ გამოჩნდეს ვინმე , ვინც შეძლებს დააფინანსოს მოსწავლეები და დაათვალიერებინოს  მათთვის  უცხო მხარე.მოინახულოს ია ძეგლები, რომლებიც ჩვენთვის დიდი საუნჯეს წარმოადგენს.
მოსწავლეთა ასაკი,კლასი
მე–10
ვადები\ხანგრძლივობა
1 თვე
მოსალოდნელო შედეგები\ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებს ჩაუნერგოთ თავიანთი სამშობლოს სიყვარული, მათ სიღმისეულად გაათვითცნობიერონ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს კუთხე ჩვენთვის ისტორიულად წინათ  და როგორი აქტუალური იქ მდგარი ისტორიული ზეგლების აღდგენა და მოვლა– პატრონობა თითოეული ქართველისათვის.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი, სახელმძღვანელო, ფოტო და ვიდეო მასალა
 პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები

პრეზენტაცია, ინდივიდუალური  და ჯგუფური მუშაობა, დისკუსია.პრეზენტაციას აწყობს მთელი  ჯგუფი საკითხზე­­–ტაო–კლარჯეთის ისტორიული ძეგლები.ჯგუფები წარადგენენ  თავიანთ ნამუშევრებს ტაო–კლარჯეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ.მოსწავლეები ინდივიდუალურად ჩამოწერენ IX-Xსაუკუნეებში აშენებულ ტაძრებს.გამართავენ  დისკუსიას–რამდენად მართებული  იყო ჯავახეთის კრებაზე მირიან დიდიაზნაურის ჩართვა  სასულიერო პირთა საქმიანობაში
საგნებთან\ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი
 ლიტერატირა:განავითარებს კითხვის, წერის, სმენისკულტურას.
გეოგრაფია:იგებენ ამ კუტხის გეოგრაფიულ მდებარეობას.
რელიგია: იგებენ ამ კუთხეში  განსაკუთრებით რომელ საუკუნეში განმტკიცდა ქრისტიანობა.
ისტორია: რა შემოტევებს გაძლო ამ კუთხემ.
პროექტის ხელმძღვანელი (მაწავლებელი)
მაკა ნოდია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
makanodia7@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი

No comments:

Post a Comment